Friday, April 6, 2012

პირველი შუალედური


ეგვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.
ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.
სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.
  • დედაქალაქი: ქაირო (30°2′N 31°13′E)
  • ოფიც. ენები: არაბული
  • მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  • პრეზიდენტი: ჰოსნი მუბარაქი
  • პრ.-მინისტრი: აჰმედ ნაზიფი
  • საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
  • მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
  • დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
  • სატელეფონო კოდი: +20
კლიმატი
ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. აქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონაკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი და გამომშრალია.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელია საგრძნობლად მკვეთრი ცვალებადი ტემპერატურა. მაგალითად, ქაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით 0 გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 14 გრადუსიდან 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-იდან 33 ცელსიუს გრადუსამდე.
შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. ამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი – ხამსინი უმოწყალოდ უბერავს. ხამსინი არაბულად „ორმოცდაათს“ ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება და ჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. ხამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მოსახლეობას მტვერი სახლის ყველა კუთხეში ხვდება. მიუხედავად კარგად დახურული კარებებისა, მტვერი ატანს ოთახებში, ავეჯში, ტანისამოსში, ტრასპორტში და ადამიანის სხეულშიც კი. მტვრით სავსე ქალაქს კი „ტალახიანი“ წვიმა ასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსიმის მოტანილ ქვიშის მტვერს.
ფულის ერთეული 
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეულია - ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე - პიასტრებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. რაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50 -იანი ნომინალები არსებობს. ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნომინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.
(1 ამერიკული დოლარი ~5,5 ეგვიპტურ ფუნტს უდრის)
საკრედიტო ბარათებს თითქმის ყველა დიდ სასტუმროში იღებენ, თუმცა მათ ბევრ პატარა მაღაზიაში ნამდვილად ვერ გამოიყენებთ. ისეთი საკრედიტო ბარათებით როგორებიცაა Euro/Master Card და Visa ბევრ ბანკში თანხის განაღდებაც კი შეგიძლიათ. გახსოვდეთ! არ გადაყაროთ ფულის გადაცვლის დამადასტურებელი ქვითრები, რადგან ისინი სასტუმროში ხარჯების დათვლისას აუცილებელია.

სავიზო სისტემა
ეგვიპტეში გამგზავრებისას შეამოწმეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი. მისი ვადა 3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტურისტები ერთთვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ, ასევე იქვე გადაიხდით საკონსულოს გადასახადს, რაც 15-20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.

14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ. ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შესძლებენ.

სამუშაო დღეები
ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ბანკი მუშაობს ყოველდღიურად, პარასკევის და შაბათის გარდა. სამუშაო საათები 8:30-დან 15:30. საკურორტო ქალაქებში მაღაზიები როგორც წესი 10:00-დან 13:00 საათამდე და შემდეგ 17:00-დან შუაღამემდე მუშაობენ. ეგვიპტეში ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ პარასკევია დადგენილი.
დედაქალაქი (ქაირო)
ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო, არამხოლოდ ეგვიპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება. ქაირო 969 წელს დაარსდა. ქალაქს თავდაპირველად „ალ-კაჰირად“ მოიხსენიებდნენ რაც „გამარჯვებულს“ ნიშნავს. კაჰირა ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს თანამედროვე ქაიროდ გადაიქცა. 1250-1517 წლებში ქვეყანას მამლუქები მართავდნენ. მათი ბრძანებით ქალაქში უამრავი მეჩეთი, მუზეუმი და სკოლა აშენდა.

1805 წელს რეფორმატორმა მმართველმა მუჰამედ ალიმ ქალაქს ქვეყნის დედაქალაქის ფორმატი მისცა. ქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.

თანამედროვე კაიროს ცენტრია ალ-ტახირის მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. მუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დაარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.

საქართველოს საელჩო: ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი: გოჩა ჯაფარიძე
ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში(სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.

ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.
ქვეყნის კოდი: EG.
ქვეყნის კოდი: EG.ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎ მისრ, misˤɾ ), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში(სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვასწითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.
ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარასუდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.

სექციების სია

  [დამალვა

სახელწოდება [რედაქტირება]

  • ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
  • არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
  • ეტიმოლოგიაფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.
  • ქვეყნის კოდი: EG.

გეოგრაფია [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ეგვიპტის გეოგრაფია.
ეგვიპტის გეოგრაფიული რუკა
ქვეყანა მდებარეობს ორ კონტინენტზე-აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონი) და აზიის (სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი). სამხრეთით ესაზღვრება სუდანი (საზღვრის სიგრძეა 1273 კმ), დასავლეთით -ლიბია (1150კმ), აღმოსავლეთით-ისრაელი (255კმ) და პალესტინა (11კმ). აღმოსავლეთით აკრავს მეწამული ზღვა, ჩრდილოეთით-ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის ტერიტორიის დააახლოებით 96 პროცენტი უდაბნოა.
ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრზე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს.1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.
  • ფართობი: 1.001 ათასი კვ.კმ.
  • ბუნებაგეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ) – ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.

სახელმწიფო [რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი (Mohammed Hosni MUBARAK, 1981).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).

დემოგრაფია [რედაქტირება]

ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილისმოანცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობისა განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90% ერთგულობს ისლამს, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობაქრისტიანია.
  • მოსახლეობა: 77,4 მლნ (2003), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1%, ნუბიელები 0,9%. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98% , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
  • ენებიარაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
  • რელიგიამუსულმანები 90%, ქრისტიანები დაახლ. 10%.
  • ქალაქები (ათ.) : ქაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).

ეკონომიკა [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ეგვიპტის ეკონომიკა.
  • ეროვნული პროდუქტიმოცულობა - 72 მლრდ $ (42-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.
  • ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.
  • ბიუჯეტი: 21,500 მლნ $.
  • ვალუტაეგვიპტური ფუნტი (EGP).

ტურიზმი [რედაქტირება]

დიდი სფინქსი
Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ტურიზმი ეგვიპტეში.
აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.
კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონტუტანხამონის აკლდამის საგანძური.

ისტორია [რედაქტირება]

ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე დიდმა მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმენმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:
1. ძველი სამეფო - ძვ. წ. 3 000 წ. - დედაქალაქი მემფისი.
2. შუა სამეფო - ძვ. წ. 2 000 წ. - დედაქალაქი თებე.
3. ახალი სამეფო - ძვ. წ. XVII-XIV სს. - დედაქალაქი თებე.
აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირ-ველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის საპატივსაცემოდ, გადმოცემის თანახმად, ქურუმმაიმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.
ქრისტეს შობამდე 5 000 წელს ხმელთაშუა ხღვიდანპალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.

ძველი ეგვიპტე [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ძველი ეგვიპტე.
ძველი ეგვიპტე იყო ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[3] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.
პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI დინასტია); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტია); შუა სამეფო (XI-XII დინასტია); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტია); ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტია); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტია); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია], ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX დინასტია, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

თანამედროვე ეგვიპტე [რედაქტირება]

1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათისპრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

ეგვიპტის ტერიტორიული მოწყობა [რედაქტირება]


ეგვიპტე ტერიტორიულად იყოფა 29 საგუბერნატოროდ. საგუბერნატორო ასევე იყოფა მარკაზებად (რაიონებად). რაიონების შემადგენლობაში შედის სოფლების სუბექტები.
ყველა საგუბერნატოროს გააჩინია საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ხშირად ამ ცენტრების სახელები თავად საგუბერნატოროებსაც ჰქვიათ.
2008 წლის აპრილში, კაიროს და გიზას გამოეყ 4 ტერიტორია, და შეიქმნა ახალი საგუბერნატოროები: 6 ოქტომბერი,ჰელუანიკაირო და გიზა.
საგუბერნატოროებიდედაქალაქიმხარე
ალექსანდრიაალექსანდრიაჩრდილოეთი
ასუანიასუანისამხრეთი
ასიუტიასიუტიცენტრალური
ბეჰეირადამანჰურიდასავლეთი
ბანი-სუაფიბანი-სუაფიცენტრალური
კაიროკაიროჩრდილოეთი
დაკაჰლიაელ-მანსურაჩრდილოეთი
დუმიატიდუმიატიჩრდილოეთი
ელ-ფაიუმიფაიუმიჩრდილოეთი
გარბიატანტაჩრდილოეთი
გიზაგიზაჩრდილოეთი
ჰელუანიჰელუანიჩრდილოეთი
ისმაილიაისმაილიააღმოსავლეთი
ქაფრ-ლ-შაიხიქაფრ-ელ-შაიხიჩრდილოეთი
საგუბერნატოროდედაქალაქიმხარე
მატრუჰიმარსა-მატრუჰიდასავლეთი
ელ-მინიაელ-მინიაცენტრალური
მონუფიაშიბინ-ელ-ქუმიჩრდილოეთი
ახალი ველიელ-ხარგასამხრეთი
ჩრდილოეთ სინაიელ-არიშიაღმოსავლეთი
პორტ-საიდიპორტ-საიდიჩრდილოეთი
კალიუბიაბანჰაჩრდილოეთი
კენაკენაცენტრალური
წითელი ზღვაჰურგადასამხრეთ-აღმოსავლეთი
შარკიაელ-ზაკაზიკიჩრდილოეთი
სუჰაგისუჰაგიცენტრალური
სამხრეთ სინაიელ-ტურიაღმოსავლეთი
სუეცისუეციაღმოსავლეთი
6 ოქტომბერი6 ოქტომბერიჩრდილოეთი

მემკვიდრეობა [რედაქტირება]

  • ქაირო - ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ისლამური კაირო;
  • ლუქსორი - ლუქსორის და კარნაკის ტაძრები, მეფეთა ველი;
  • ელ-გიზა - პირამიდები და დიდი სფინქსი;
  • ასუანი - აბუ-სიმბელის ტაძარი;
  • სინაი - წითელი ზღვის ქორალური ბაღები.

ცნობილი ეგვიპტელები [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურადHiero O49.png "კემე" - შავი ქვეყანა) იყო უძველესი ცივილიზაცია აღმოსავლეთ ჩრდ. აფრიკაშინილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანაეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს[1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.[2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური "სამეფოს" სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცალკევებს (ცნობილი როგორც "გარდამავალი პერიოდები"). ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წელს, როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.[3]
ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.[4][5]
ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტური მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით.[6] ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

     |     შარმ-ელ-შეიხი






















ეგვიპტე - სფინქსის, პირამიდებისა და ქვიშის ქვეყანა. ხურგადის, შარმ-ელ-შეიხის, ტაბისა და დაჰაბის პოპულარული ფართო პლაჟები დაუვიწყარს ხდის დასვენებას. წითელი ზღვა უნიკალურია  წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის. დასვენება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი ტურისტი კი ეგვიპტეს შობა-ახალი წლის პერიოდში სტუმრობს. ჰავა ეგვიპტეში თბილი და მშრალია. ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში 35-40 გრადუსამდეა, ზამთარში 20-25 გრადუსს არ აღემატება.  

ექსკურსიები - მრავალფეროვანი და საინტერესოა მოგზაურის ყველა სურვილის გათვალისწინებით. 
ვიზა-საქართველოს მოქალაქისთვის 30 დღის განმავლობაში საჭიროებას არ წარმოადგენს.
ალბათ ყველამ იცის რაღაც ძველი ეგვიპტელი ფარაონებისა და დედოფლების და მათი “ღვთაებრივი” მმართველობის შესახებ. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ხშირად ჩრდილავს უბრალო ეგვიპტეც, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. ბევრმა ალბათ არ იცის ძველ ეგვიპტელ უბრალო ხალხზე, ძველი ეგვიპტე ხომ სწორედ მათი მეშვეობით და ოსტატობით შეიქმნა. ამ პოსტში სწორედ მათ შესახებ და მათ საქმიაონობაზე მოგითხრობთ.

მიწის დამუშავება
ძველ ეგვიპტეში წლის სამ სეზონს სახელს მდინარე ნილოსის ადიდება-კლების მიხედვით არქმევდნენ. ყოველ წელს, ივლისიდან ოქტომბრამდე, ნილოსი ადიდდებოდა, ნაპირებიდან გადმოდიოდა და მინდვრების ნიადაგს ანაყოფიერებდა. წლის ამ დროს “ახეტი”- წყალუხვობის პერიოდი ერქვა. ამ სეზონის დასასრულს, ოქტომბრის ბოლოს, ნილოსი კალაპოტს უბრუნდებოდა და დატენიანებული მინდვრები სახნავ-სათესად მზად იყო. ნილოსის ადიდებას უბრალო მიწათმოქმედები, რათქმაუნდა ღმერთებს უკავშირებდა. ძველ ეგვიპტეში მიწათმოქმედისთვის, რომ გეკითხათ წყალდიდობის შესახებ გიპასუხებდათ: ჭორომებს იქით, ერთ გამოქვაბულს წმინდა გველი იცავს. გამოქვაბულში მდინარის ღმერთი “დიდ ჰაპი” ზის . მას ხელთ უპყრია წყლით სავსე ორი კოკა. როდესაც ჰაპი კოკებს დახრის- მდინარეში ბევრი წყალი ჩაედინება და წყალდიდობაც იწყება, როცა კოკებს აწევს, წყლის რაოდენობა მცირდება და წყალდიდობაც მთავრდება. მომდევნო სეზონი- “პერეტი” (ნოემბერ-მარტი), რომელიც ზამთარს შეესაბამებოდა, უხვი მოსავლით მთავრდებოდა. ზაფხულში ანუ “შუმუს” (აპრილ-ივნისი) სეზონზე, მცხუნვარე მზე მიწას აშრობდა და წმენდდა. ეს ბუნებრივი რიტმი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაირღვა, როცა ასუანის კაშხალის მაღალი ჯებირი აშენდა. მანამამდე ძველმა ეგვიპტელებმა სწორედ ნილოსის ადიდება-კლებით გამოიგონეს კალენდარი (რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ). ამ კალენდრის მიხედვით ნილოსის ადიდების დღეს, 19 ივლისს, ქალაქ მემფისის ცაზე ყოველწლიურად ვარსკვლავი სირიუსი გამოჩნდებოდა და ძველ ეგვიპტური ახალი წელიც იწყებოდა. წელიწადი სამი სეზონის- “ახეტის”, “პერეტისა” და “შუმუსგან” შედგებოდა. თითოეულ ამ სეზონში ოთხი, 30 დღიანი თვე იყო. ყოველი წლის ბოლოს, ღმერთების დღესასწაულის აღსანიშნავად, ხუთი უთარიღო დღე ემატებოდა.


საოჯახო საქმიანობა
ძველი ეგვიპტელები სამარხებსა და ტაძრებს- ქვისგან, ხოლო სახლებსა და სასახლეებს ალიზის აგურებით აგებდნენ. ალიზის აგური იაფი, ხელმისაწვდომი იყო და ზამთარში სახლს თბილად ზაფხულში კი გრილად ინახავდა. ბევრი ქვით ნაშენი სამარხი და ტაძარი გადარჩა, ალიზის აგურებით ნაშენი სახლები კი, სამწუხაროდ, დაინგრა. როდესაც არქეოლოგები ცდილობენ, აღადგინონ ეგვიპტური სახლები, ძირითადად, შენობის პირველი სართულის განლაგებასა და ძველ ნახატებს ეყრდნობიან.
დღეს ეგვიპტოლოგებმა აღადგინეს ახალი სამეფოს დროინდელი სოფელი დაირ-ელ-მედინა. ეს სოფელი მეფეთა და დედოფლების ველებზე სამეფო სამარხების აგებზე მომუშავე მშენებელ-ხელოსნების დასახლება იყო.

დაირ-ელ-მედინას ნანგრევები:

მუშები სოფელში ოჯახებსა და მსახურებთან ერთად ცხოვრობდნენ. ყოველი კვირის დასაწყისში ისინი ფეხით მიეშურებოდნენ ველისკენ. აქ დროებით ბანაკებში ცხოვრობდნენ და კვირის ბოლოს კვლავ სოფელში ბრუნდებოდნენ.
დაირ-ელ-მედინა ქვითა და ალიზის აგურებით იყო ნაშენი და გარს სქელი კედელი ერტყა, რომ უცხო პირს იოალად ვერ შეეღწია. სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც დახელოვნებული ხელოსნები იყვნენ, სამარხებს კედლის გარეთ აგებდნენ.

ძველ ეგვიპტური სახლის ინვერტარი:

ეგვიპტური სოფლები უმეტესობა ნაყოფიერ შავ მიწაზე იყო გაშენებული, დაირ-ელ-მედინა კი- უდაბნოში, ამიტომ აქ წყლის თითოეულ წვეთს თავალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. წყალს სოფელში ვირებით ეზიდებოდნენ. დაირ-ელ-მედინამ დიდი ინფორმაცია მიაწოდა არქეოლოგებს ეგვიპტელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.


ხელოსნობა
ეგვიპტელ ხელოსნებს ანტიკურ სამყაროში დიდ პატივს სცემდნენ. ოქრომჭედლები სამკაულების დასამზადებლად ოქროს, ვერცხლსა და მრავალგვარ ფერად ნახევრად ძვირფას ქვას იყენებდნენ. ძველ ეგვიპტეში სამკაულებს ქალებიც და მამაკაცებიც ატარებდნენ. წვრილი მძივებით ასხმული ყელსაბამი ყველაზე უბრალო და, სავარაუდოდ, ყველაზე იაფი სამკაული იყო. მძივები თიხისგან მზადდებოდა და მათ ხშირად ახატავდნენ თვალს, რომელსაც ჰორის (უფრო ადრეულ ხანაში რას) თვალს უწოდებდნენ. მიაჩნდათ, რომ ასეთი სამკაული მფლობელს იცავდა. მოქანდაკენი ლამაზი ქანდაკებებისა და ნატიფი ჭურჭლის დასამზადებლად მაგარი და რბილი ქვის ნაირსახეობებს იყენებდნენ. ეგვიპტელი ხუროები ხის ნაკლებობას უჩიოდნენ და რადგან ქვეყანაში მაღალი ხეები ცოტა იყო, იძულებული იყვნენ, მაღალხარისხიანი ხეტყე ლიბანიდან შემოეზიდათ.


ოქროს ეგვიპტე უდაბნოს ოქროს საბადოებზე და ნუბიაში მოიპოვებდა. ეგვიპტელი ოქრომჭედელი ფერად-ფერადი ნახევრად ძვირფასი (ლილაქვით, ამეთვისტოთი, სარდიონით) თეთრ სამოსზე სატარებლად თვალისმომჭრელ სამკაულებს აკეთებდა. ვერცხლი ოქროსთან შედარებით იშვიათობა იყო და გაცილებით ძვირად ფასობდა. ღარიბი ეგვიპტელები თიხისა და ქვის იაფფასიან სამკაულებს ატარებდნენ.



მუსიკა
მუსიკა და ცეკვა დიდ როლს ასრულებდა ძველ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. მუსიკოსები ხალხს წვეულებებსა და დღესასწაულებზე ართობდნენ. დაკრძალვის ცერემონიაზე სამ სხვადასხვა ცეკვას ასრულებდნენ. სამარხებზე გამოსახული ნახატებიდან ჩანს, რომ ბევრ ცეკვაში უხვად იყო სპორტული ელემენტები- ყირაზე გადასვლა, სალტო. ეგვიპტელი ქალების უმრავლესობა გრძელ კაბებს ატარებდა, მოცეკვავე ქალებს კი მოკლე სამოსი ეცვათ და ზოგჯერ შიშვლებიც ცეკვავდნენ.
ბევრმა მუსიკალურმა საკრავმა მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მაშინდელი ნოტები არ შემორჩენილა, ამიტომ ძნელია იმ ხმების აღდგენა, რომელთაც ძველი მუსკიკოსები გამოსცემდნენ.


ეგვიპტელი მუსიკოსები სიმებიან საკრავებზე (ქნარზე, ბარბითსა და არფაზე) უკრავდნენ. ჰქონდათ ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებიც: ფლეიტა, კლარნეტი, ჰობოი, სხვადასხვ დასარტყმელი ინსტრუმენტები, მათ შორის, დაირაც. ზოგიერთ საკრავს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებოდა: მაგალითად, ბრძოლისას, მეომრების გასამხნევებლად, საყვირს, ბუკს, დოლს იყენებდნენ, ზანზალაკებს და ზარებს კი- სხვადასხვა რელიგიური ცერემონიების დროს.

ძველ ეგვიპტური მუსიკალური ინსტრუმენტები:

მომღერალი ქალები სადღესასწაულო გამოსვლებისას თავზე იმაგრებდნენ სადღესასწაულო კონუსებს, რომელშიც სურნელოვანი ზეთი ესხა და ცეცხლი ეკიდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ კონუსები აღორძინების, მეორედ მოსვლის რელიგიური სიმბოლო იყო.
ეგვიპტე არის მსოფნიოში  ერთ-ერთი მაღალ განვითარებული ტურისტული ცენტრი. ეგვიპტის კურორტებზე შარმ ელ შეიხში და ხურგადაში შეგიძლიათ დატკბეთ წითელი ზღვის სილამაზით და გაირუჯოთ მაშინ როცა ჯერ კიდევ ზამთრის სეზონია.
ჩვენ გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას ეგვიპტის კურორტებზე სადაც შეგიძლიათ გაატაროთ შვებულება მაღალი დონის სასტუმროებში საუკეთესო სერვისით.
ეგვიპტის კურორტები:

დასვენება ეგვიპტეში,  სასტუმროები

"კომპანია ჰარმონია" გთავაზობთ ეგზოტიკურ დასვენებას ეგვიპტის ცნობილ კურორტებზე შარმ ელ შეიხში და ხურგადაში, წითელი ზღვის სანაპიროზე.
ასევე გთავაზობთ კულტურულ ტურებს ქაიროში, კრუიზს მდინარე ნილოსზე. 
ეგვიპტე დღეს განსაკუთრებით ხიბლავს დამსვენებლებს, რაც შედარებით დაბალი ფასებისა და კარგი საექსკურსიო ზონის დიდი დამსახურებაა. თუ თქვენ დაივინგის მოყვარული ბრძანდებით, ამასთანავე, გიყვართ ექსკურსიები, სიძველეთა სამყაროში მოგზაურობა და თბილი ზღვა, ეგვიპტეზე უკეთეს ადგილს ვერ შეხვდებით და ეს ყველაფერი არც ისე ძვირი სიამოვნებაა.
               
ხურგადაში და საერთოდ, ეგვიპტეში დასვენებას გარკვეული არასასიამოვნო მოვლენებიც ახლავს. უნდა უფრთხილდეთ სუვენირების გამყიდველებს, რადგან როგორც ცნობილია, ისინი გჩუქნიან საინტერესო ნივთს და 5-10 წუთის შემდეგ გთხოვენ ფულს და მილიციის გამოძახებით გემუქრებიან. აქედან გამომდინარე, საჭიროა წინასწარ კარგად ინფორმირებულნი იყოთ იმ სიტუაციის შესახებ, რაც ეგვიპტეში დაგხვდებათ. 
ხურგადა არის შედარებით ძველი კურორტი ვიდრე შარმ-ელ-შეიხი. ხურგადა პირველი იყო მთელს ეგვიპტეში, რომელმაც დაიწყო უცხოელი ტურისტების მიღება. ეს მართლაც საუკეთესო ადგილია მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ბავშვებთან ერთად შემოდგომაზე, რადგან კლიმატი ამ დროს განსაკუთრებით რბილი და სასიამოვნოა.ეს ის კურორტია, სადაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უამრავ პენსიონერს შეხვდებით. მოგეხსენებათ, ასაკოვანი ადამიანები როგორ გაურბიან სიცივეს და მუდმივად მზე და სითბო სჭირდებათ.ხურგადაში სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები ჭარბობს. პლაჟები ქვიშისაა და ძალიან კარგი სანაპიროა.

          
შარმ-ელ-შეიხი ეგვიპტის ყველაზე ევროპიზირებული კურორტია. თავდაპირველად მის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არსებობდა, კურორტი ცარიელ სანაპიროზე გააშენეს. აქ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ ცხოვრობს. ძირითადად, სასტუმროების თანამშრომლები ან ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები არიან. გართობა, კვება, სუვენირები-ყველაფერი ეს აქ ორჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე. დასვენება შარმ-ელ-შეიხში -ეს არის საუცხოო სერვისი და არაჩვეულებრივი ზღვა. ნაამის ყურე მისი ყველაზე ძველი და ფეშენებელური ნაწილია. პლაჟის გასწვრივ სამი კილომეტრის სიგრძის გზაა, სადაც მდებარეობს მყუდრო რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები და მაღაზიები. ნაამის ყურის გარდა, სასტუმროების მშენებლობა სხვა ყურეებშიც მიმდინარეობს. შარმ-ელ-შეიხის ყველაზე სასიამოვნო საბანაო პლაჟები ნაამის ყურეში მდებარეობს. აქ ქვიშაა და ზღვაში კარგი ჩასასვლელია, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, სადაც უამრავი მარჯანია.
ეს კურორტი, ეგვიპტის სხვა ადგილებთან შედარებით, განთქმულია დაივინგის მოყვარულთა სიმრავლით. წითელი ზღვა არსად ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ამ ადგილას. ჯგუფები საგანგებოდ მიდიან, რომ ულამაზესი წყალქვეშა სამყარო დაათვალიერონ. აქ ჩვეულებრივ ტურისტებსაც შეუძლიათ ტურიზმის ამ სახეობით დაკავდნენ.





 რატომ მაინცდამაინც კერა?
იმიტომ, რომ „კერაში“ გთავაზობთ იმ მომსახურებას, რომელიც თქვენთვის ყველაზე მომგებიანია: იაფი, სწრაფი და მომხმარებელზე მორგებული. მსხვილ საერთაშორისო ტუროპერატორებთან თანამშრომლობით ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტურები უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა მომხმარებლისათვის.
ატომ ასე იაფი?
ხშირად აინტერესებთ, რატომ არის ჩვენი ტურები ასე იაფი ბაზარზე გავრცელებულ საშუალო ფასებთან შედარებით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მოგებას ვიღებთ გაყიდული მოცულობიდან, რომელსაც პარტნიორი სააგენტოები გვიხდიან. ჩვენ უარს ვამბობთ, მომხმარებელს დავაკისროთ დამატებითი მოგების პროცენტები ან გადასახდელები და იმედი გვაქვს, რომ თქვენი კმაყოფილება ჩვენს ყველაზე დამაჯერებელ რეკლამად გამოდგება.
ხომ არ ნიშნავს იაფი უხარისხოს?
ტუროპერატორები ხშირად აგზავნიან სპეციალურშეთავაზებებს, რომლებიც საბაზრო ფასებზე გაცილებით ნაკლები ღირს ხოლმე. ამიტომაც, დაბალი ფასი დაბალ ხარისხს არ გულისხმობს. თუ ამგვარი პაკეტი აღმოაჩინეთ, დროულად იყიდეთ ან ურჩიეთ მეგობარს, ვინაიდან ფასდაკლებები სწრაფად ქრება დაჯავშნის სისტემებიდან!